სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ახალქალაქის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მონაცემებით, 2025 წლის სასოფლო-სამეურნეო წელი მუნიციპალიტეტში ხელსაყრელი იყო. არ დაფიქსირებულა ექსტრემალური ამინდის მოვლენები, როგორიცაა ანომალიური სიცხე, გვალვა, წყალდიდობა ან სეტყვა. მეტეოროლოგიურმა პირობებმა ხელი შეუწყო კარგი მოსავლის მიღებას.
წარმოგიდგენთ 2025 წლის მონაცემებს:
ნათესი ფართობები 2025 წელს:
კარტოფილი: 10 480.70 ჰექტარი
ჭარხალი: 2.60 ჰექტარი
ხახვი: 1.60 ჰექტარი
ნიორი: 0.75 ჰექტარი
კომბოსტო: 2 ჰექტარი
მოსავლიანობა
კარტოფილი: 258 971 ტონა (დაახლოებით 25 ტონა ჰექტარზე)
ჭარხალი: 70 ტონა (27 ტონა ჰექტარზე)
ხახვი: 10 ტონა (6.25 ტონა ჰექტარზე)
ნიორი: 6 ტონა (8 ტონა ჰექტარზე)
კომბოსტო: 20 ტონა (10 ტონა ჰექტარზე)
აღსანიშნავია, რომ 2025 წელს თითქმის ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურის ნათესი ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა 2024 წელთან შედარებით. სტაფილოს ნათეს ფართობს 50 მეასედისთვის (ჰარი) არ გადაუჭარბებია, რის გამოც იგი ანგარიშში საერთოდ არ შევიდა.