შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან 80 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალათ.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ირანის, აზერბაიჯანის, ეგვიპტის, თურქმენეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ნიგერიის, ბანგლადეშის, ისრაელის, ერაყის, იორდანიის, ნეპალის, კოტ-დ’ივუარის, სუდანის, ტაჯიკეთის, ფილიპინებისა და შრი-ლანკის სულ 80 მოქალაქე.