08.02.2026
ნახვები: 46 |
ავტორი:
Rima Garibyan
მსოფლიო ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა. შედეგად, პარასკევს, ბოლო ვაჭრობის მონაცემებით, მსოფლიო ბაზრებზე Brent-ის ტიპის საწვავის საორიენტაციო ფასი 68.05 დოლარით განისაზღვრა ბარელზე (+0.74%), ხოლო ამერიკული ნავთობის, WTI-ის ღირებულებამ 63.55 დოლარი შეადგინა (+0.41%).
რაც შეეხება საქართველოს, მიმდინარე კვირის განმავლობაში ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასები არ შეცვლილა.
რა ღირს საწვავი დღეს საქართველოში?
უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, თუ როგორია საწვავის ფასები დღეს სხვადასხვა ბრენდულ ავტოგასამართ სადგურზე:
Gulf
- G-Force სუპერი – 3.53 ლარი;
- G-Force პრემიუმი – 3.07 ლარი;
- G-Force ევრო რეგულარი – 2.97 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.92 ლარი;
- G-Force ევრო დიზელი – 3.13 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.03 ლარი.
Wissol
- ეკო სუპერი – 3.54 ლარი;
- ეკო პრემიუმი – 3.12 ლარი;
- ეკო დიზელი – 3.13 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.08 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.97 ლარი.
Socar
- ნანო სუპერი – 3.55 ლარი;
- ნანო პრემიუმი – 3.11 ლარი;
- ნანო ევრო რეგულარი – 2.95 ლარი;
- ევრო 5 დიზელი – 2.99 ლარი;
- ნანო ევრო 5 დიზელი – 3.08 ლარი.
Rompetrol
- Efix სუპერი – 3.59 ლარი;
- Efix ევრო პრემიუმი – 3.15 ლარი;
- ევრო რეგულარი – 3.04 ლარი;
- Efix ევრო დიზელი – 3.15 ლარი;
- ევრო დიზელი – 3.10 ლარი.
Connect
- სუპერი – 3.14 ლარი;
- პრემიუმი – 2.94 ლარი;
- ევრო რეგულარი – 2.74 ლარი;
- ევრო დიზელი – 2.84 ლარი;
- დიზელი – 2.74 ლარი.