სომხეთში პური უფრო ძვირია, ვიდრე საქართველოში, ხოლო აზერბაიჯანში -უფრო იაფი. ამის შესახებ მეტყველებს კვლევითი ორგანიზაცია Numbeo-ს განახლებული მონაცემები, რომელსაც „ბიზნესპრესნიუსი“ აქვეყნებს.
საქართველო 101 ქვეყანას შორის 88-ე ადგილს იკავებს. მონაცემების მიხედვით, სუპერმარკეტებში პურის ფასი საშუალოდ 60 ცენტის ფარგლებში მერყეობს.
უფრო კონკრეტულად, საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:
თურქეთი (73-ე ადგილი) – 97 ცენტი;
სომხეთი (77-ე ადგილი) – 79 ცენტი;
რუსეთი (80-ე ადგილი) – 74 ცენტი;
საქართველო (88-ე ადგილი) – 60 ცენტი;
აზერბაიჯანი (99-ე ადგილი) – 45 ცენტი.