საიტის Teacherjobs.ge მონაცემებით, 5 თებერვლის მდგომარეობით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შვიდ საჯარო სკოლაში გამოცხადებულია ვაკანსიები, ძირითადად სპეციალურ მასწავლებლებზე, ასევე ტექნიკურ პერსონალზე. განაცხადების მიღება 8-დან 15 თებერვლამდე პერიოდში მიმდინარეობს.

გიზიარებთ ვაკანსიების დეტალურ ჩამონათვალს:

ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლა: ესაჭიროება ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი.

ახალქალაქის №5 საჯარო სკოლა: ესაჭიროება დამლაგებელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 8 თებერვალი.

სოფელ დილისკის №1 საჯარო სკოლა: ესაჭიროება სპეციალური მასწავლებელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 თებერვალი.

სოფელ ზაკის საჯარო სკოლა: ესაჭიროება ბუღალტერი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 12 თებერვალი.

სოფელ სულდის საჯარო სკოლა: ესაჭიროება სპეციალური მასწავლებელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 თებერვალი.

სოფელ აფნიის საჯარო სკოლა: ასევე ესაჭიროება სპეციალური მასწავლებელი. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 13 თებერვალი.