SOS! სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია საფრთხეშია!
ბოლო თვეების განმავლობაში სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესია სომხეთის რესპუბლიკის მოქმედი ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების სამიზნე ხდება.
მორწმუნეთა ბუნებრივი სულიერი ცხოვრება ირღვევა, ეკლესიის საფუძვლებს საფრთხე ექმნებათ, სასულიერო პირებს უსაფუძვლო ბრალდებების გამო აპატიმრებენ.
ამ სახის რეპრესიები ყოფილა განხორციელებული ჩვენი დედა ეკლესიის წინააღმდეგ ცარიზმის რუსეთის დროს, ოსმალეთის იმპერიასა და საბჭოთა კავშირში.
სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის ათობით მუხლის უგულებელყოფით, სომხეთის მთავრობა ცდილობს გაანადგუროს თითოეული სომხის ეკლესია, დაუპირისპიროს სომხები ერთმანეთს მთელ დიასპორაში, ჩააგდოს განხეთქილება სომხეთსა და დიასპორას შორის და მძიმე მორალური დარტყმა მიაყენოს მილიონობით სომხის ყველაზე წმინდა გრძნობას.
8 თებერვალს, 13:00 საათზე, თბილისში, წმიდა ეჯმიაწინის ეკლესიის მიმდებარე სკვერში გაიმართება სომეხთა სამოციქულო წმიდა ეკლესიის მხარდამჭერი აქცია.
მოვუწოდებთ საქართველოში სომხური თემის ყველა ერთგულ წევრს, მონაწილეობა მიიღონ სომეხთა დედა ეკლესიის დაცვასა და მხარდაჭერაში, რომლის წყალობით სომეხმა ერმა საუკუნეების განმავლობაში შესძლო საკუთარი ეროვნული იდენტობის შენარჩუნება.
მისამართი: ქ. თბილისი, ავლაბარი, არმაზის ქუჩა, 18.