შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში 41 ადამიანი გაუჩინარდა.

გასულ წელს საქართველოში ძებნა გამოცხადდა 123 პირზე, რომელთაგან 69 ცოცხალი იპოვეს, ხოლო 13 — გარდაცვლილი.

გაუჩინარებულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის 10 უცხოელია, რომელთაგან ცხრა ნაპოვნია.

გაუჩინარების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში.

წინა წლების მონაცემების გათვალისწინებით, 2026 წლის დასაწყისისთვის უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა სიაში სულ 1030 ადამიანი ირიცხება.