გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი, ძირითადად უნალექო და ქარიანი ამინდი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი) ადგილგამორჩევით შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ღამის საათებში ტემპერატურა -6-დან -8 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო დღისით +7-დან +9 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) ადგილგამორჩევით შესაძლებელია მცირე თოვლი და ნისლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -10-დან -12 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღისით -2-დან +3 გრადუსამდე დაფიქსირდება.

სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -1-დან +1 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღისით +8-დან +10 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ღამის საათებში ტემპერატურა 7-დან 9 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღისით 17-დან 19 გრადუსამდე მოიმატებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ასევე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. პროგნოზირებულია ძლიერი აღმოსავლეთის ქარი. ღამის ტემპერატურა 6-დან 8 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო დღის საათებში 16-დან 18 გრადუსამდე დათბება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო და რიკოთის უღელტეხილი) ნალექი ნაკლებად სავარაუდოა, ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ძლიერი აღმოსავლეთის ქარი. ღამით ჰაერის ტემპერატურა -2-დან +2 გრადუსამდე იქნება, დღისით კი +13-დან +15 გრადუსამდე მოიმატებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია უმეტესად მშრალი ამინდი. ღამის საათებში ტემპერატურა -6-დან -8 გრადუსამდე იქნება, ხოლო დღისით +6-დან +8 გრადუსამდე დაფიქსირდება.

ქვემო და შიდა ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) ადგილგამორჩევით შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ღამით ტემპერატურა 0-დან -2 გრადუსამდე იქნება, დღისით კი +10-დან +12 გრადუსამდე დათბება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა) ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია მცირე ნალექი და ნისლი. ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურა -2-დან -4 გრადუსამდე იმერყევებს, ხოლო დღისით +3-დან +8 გრადუსამდე იქნება.