ტუ-ს რექტორი, დავით გურგენიძე „რუსთავი 2“-სა და „იმედისგან” ბოდიშის მოხდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს.

როგორც რექტორმა “პირველებს” უთხრა, სამთავრობო მედიების მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. გურგენიძის თქმით, სასწავლო აუდიტორიები სრულიად უახლესი ტექნიკით არის აღჭურვილი.

შეგიძლიათ გადაიღო სასწავლო აუდიტორიები სრულიად უახლესი ტექნიკით, ლაბორატორიული ბაზით. ჩვენ გვაქვს ავტორიზაცია 28 ათას სტუდენტზე და დღეს გვყავს 21 ათას სტუდენტამდე. ასე რომ ყველა სტუდენტი, რომელიც სწავლობს ჩვენს უნივერსიტეტში მათ აქვთ ულტრათანამედროვე, სასწავლო-აკადემიური და კვლევითი სამეცნიერო ფართი. ასევე, ჩვენმა უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც იმ ტელევიზიებმა, რომლებმაც ეს ჩვენთან შეუთანხმებლად გაავრცელეს, თუ არ მოიხდიან ბოდიშს, რა თქმა უნდა, ვუჩივლებთ. ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

გუშინ სამათვარობო არხებზე გავიდა რეპორტაჟები, სადაც ამორტიზებული და საწავლებლად უვარგისი ტექნიკური უნივერსიტეტის კადრები აჩვვენებს.
როგორც სტუ საპასუხო განცხადებაში წერს, აღნიშნული სიუჟეტები მოიცავს ფაქტობრივ შეცდომებს, დამახინჯებულ შეფასებებს და მკაფიო დეზინფორმაციას, რაც მიზანმიმართულად ქმნის საზოგადოებაში მცდარ შთაბეჭდილებას უნივერსიტეტის საქმიანობის, ინფრასტრუქტურისა და საგანმანათლებლო გარემოს შესახებ.
სტუ „რუსთავი 2“-სა და „იმედს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს და მათგან ბოდიშის მოხდას ითხოვს
ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციითვე, „ტელეკომპანია POSTV-მ, ისე, რომ არც უნივერსიტეტში მოსულა და არც სატელეფონო კავშირის თუ სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით გადაუმოწმებია სხვა ტელეკომპანიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სოცქსელში, თავის გვერდზე გაავრცელა სხვა ტელევიზიების კუთვნილი ფოტოები და ინფორმაცია“. ამის გამო უნივერსიტეტი POSTV-ისგანაც ითხოვს ბოდიშის მოხდას.