შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო დღეებში ქვეყნიდან 57 უცხო ქვეყნის მოქალაქე დეპორტაცია განახორციელა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

იმავე წყაროს ცნობით, იანვარში საქართველოდან 232 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან დეპორტირებული იქნენ თურქეთის, ინდოეთის, ტაილანდის, რუსეთის, ჩინეთის, კუბის, აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ირანის, უზბეკეთის, იემენის, საბერძნეთის, ალჟირის, ეგვიპტის, თურქმენეთის, იორდანიის, ისრაელის, მაროკოს, ნეპალის, ნიგერიის და სირიის მოქალაქეები.

„მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დეპორტირებულ პირებს საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.