Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 893 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურად ფასისი 8%-იან შემცირებას აჩვენებს. უფრო კონკრეტულად, ძვირფასი ლითონის ფასმა ერთ დღეში 434 დოლარით დაიკლო.

დღიური მონაცემების მიუხედავად, მსოფლიო ბირჟაზე ოქრო ბოლო ერთ თვიან ჭრილში 23%-ით, ხოლო წლიურად 90%-ითაა გაძვირებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ძვირფასი ლითონის ფასი საქართველოში 430 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ გრამი უმაღლესი სინჯის ოქრო 480 ლარი ღირდა.