გარემოს ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
სააგენტოს მონაცემებით, 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, ხოლო ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმი. ქვეყნის უმეტეს ნაწილში დასავლეთის ძლიერი ქარი იქნება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობისა და ზვავსაშიშროების გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან რაიონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე — საშუალო).