30 იანვარს, გვიან საღამოს, სოფელ დილისკასკენ მიმავალ გზაზე 37 წლის მამაკაცს მანქანა დაეჯახა. Jnews-ის ცნობით, მას დაეჯახა იმ მანქანის მძღოლმა, რომელმაც დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანა.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. სასწრაფო დახმარების მანქანაც მისულია, თუმცა დაშავებული უკვე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულს ახალქალაქის რაიონულ საავადმყოფოში გასინჯავენ, მისი მდგომარეობა მძიმე არ არის.

აღსანიშნავია, რომ დღეს, წმინდა სარგისის დღესთან დაკავშირებით, სოფელ დილისკაში მრავალი მომლოცველი ფეხით და ავტომობილით მიემგზავრება წმინდა სარგისის ეკლესიის მოსანახულებლად. ამ გზაზე მოძრაობა უკიდურესად გართულებულია მრავალი მანქანისა და მომლოცველთა დიდი ნაკადის გამო.