2026 წლის 30 იანვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომაზე უნივერსიტეტის ახალი რექტორის არჩევნები გაიმართა.

რექტორის თანამდებობაზე რეგისტრირებულ ორ კანდიდატს შორის ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, აკადემიური საბჭოს წევრების ნდობითა და ხმების უმრავლესობით, უნივერსიტეტის რექტორად არჩეულ იქნა ბატონი ვახტანგ თაქთაქიძე.

აღსანიშნავია, რომ მანამდე უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას მაკა ბერიძე იკავებდა, რომელიც ამ პოსტზე 2021 წელს ხელახლა აირჩიეს.

თავისი კანდიდატურა ასევე წამოაყენა ყოფილმა რექტორმა მერაბ ბერიძემაც, თუმცა მან ის ვახტანგ თაქთაქიძის სასარგებლოდ მოხსნა.

ახალი რექტორი თავისი ოფიციალური მოვალეობის შესრულებას 1 თებერვლიდან — დღეიდან შეუდგება. ასევე აღვნიშნავთ, რომ ვახტანგ თაქთაქიძე 2017 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ახალი რექტორის არჩევა მიზნად ისახავს უნივერსიტეტის განვითარების ხელშეწყობას, აკადემიური გარემოს გაუმჯობესებასა და სასწავლო პროცესების ეფექტურ ორგანიზებას.

ავტორი ჰნაზიკ ავეტისიან