დღეს, 30 იანვარს, წმინდა სარგის მხედართმთავრის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, თბილისში გაიმართა ჯვრით სვლა და წინადღესასწაული, რომელმაც ადგილობრივი სომხური თემის მორწმუნეები გააერთიანა. ღონისძიება საზეიმო საეკლესიო ცერემონიით დაიწყო.

დღესასწაულის წინა დღეს, სურბ ეჯმიაწინის (წმინდა ეჯმიაწინი) ეკლესიის ეზოში მორწმუნეები შეიკრიბნენ. მომლოცველთა მრავალრიცხოვანი პროცესია, მღვდლების წინამძღოლობითა და დიაკვანთა დასის თანხლებით, 1883 წელს აგებული წმინდა სარგისის სამლოცველოსკენ გაემართა.

ჯვრით მსვლელობა ხატებით, საეკლესიო დროშებით, ლოცვებითა და შარაკანების (გალობის) თანხლებით მივიდა სამლოცველომდე. იქ სანთლების დანთებისა და ლოცვის შემდეგ, პროცესია დაიძრა სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) საკათედრო ტაძრისკენ, სადაც მათ სხვა მორწმუნეებიც შეუერთდნენ.

5

4

3

მსვლელობას სათავეში სულიერი მამები ედგნენ — ჯვრებით, საეკლესიო დროშებითა და ლოცვებით. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა არა მხოლოდ წმინდა სარგისის დღესასწაულის დაფასება, არამედ დიასპორაში სომხური თემის სულიერი ცხოვრებისა და ერთიანობის განმტკიცება.

9

წინადღესასწაულის (ნახატონაკის) განმავლობაში, სულიერმა მამებმა ქადაგებები წარმოთქვეს, სადაც ისაუბრეს წმინდა სარგისის პიროვნებაზე, მის რწმენაზე, სიმამაცესა და ახალგაზრდების მფარველობის საიდუმლოზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ წმინდა სარგისის დღესასწაული განსაკუთრებით საყვარელია ახალგაზრდებში, როგორც სიყვარულის, ერთგულებისა და იმედის სიმბოლო.

2

1

17:00 საათზე, საქართველოს სომეხთა ეპარქიის სურბ გევორგის (წმინდა გიორგის) საკათედრო ტაძარში შესრულდა წმინდა სარგისის წინადღესასწაულის მსახურება, ახალგაზრდების კურთხევის რიტუალი და მარილიანი კვერების (აღი ბლით) დარიგება.

აღსანიშნავია, რომ დღესასწაულის წინა ღამეს ახალგაზრდები მარილიან კვერს ჭამენ, რასაც უკავშირებენ სიზმარში მომავალი მეუღლის (სასიძოს ან საპატარძლოს) გამოცხადებას.

7

6

8

ღონისძიებამ მშვიდ და ამაღლებულ სულიერ ატმოსფეროში ჩაიარა და კიდევ ერთხელ დაადასტურა თბილისის სომხური თემის აქტიური და ცოცხალი საეკლესიო ცხოვრება. დღესასწაულის დასასრულს მორწმუნეებმა ერთმანეთს კეთილი სურვილები გაუზიარეს და წმინდა სარგისის უშუალო სადღესასწაულო დღის მოლოდინით დაემშვიდობნენ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, 2010 წლიდან მოყოლებული, სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ დაამკვიდრა ეს საინტერესო ტრადიცია, რომლის მიხედვითაც, სასულიერო პირების თანხლებით მსვლელობა სურბ ეჯმიაწინის ეკლესიიდან იწყება და ხარპუხის წმინდა სარგისის სამლოცველოსკენ მიემართება. იქ სრულდება ლოცვა და სანთლების დანთების რიტუალი, რის შემდეგაც პროცესია სურბ გევორგის საკათედრო ტაძრისკენ მიდის. წმინდა სარგისის დღესასწაული არა მხოლოდ საეკლესიო რიტუალებით, არამედ ხალხური ტრადიციებითაც არის გამორჩეული.