29 იანვარს, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის ბიუროს პირველი სხდომა და პირველი პლენარული სხდომა გაიმართა. სხდომის მსვლელობისას განიხილეს და დაამტკიცეს არაერთი საკითხი, კერძოდ, პირველად იქნა გამოტანილი განსახილველად და დამტკიცებული საკრებულოს 2026 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმა.

2026 წლის ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს დეპუტატები ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა, კარენ მერგელიანმა გააცნო. დეპუტატებმა ასევე მოიწონეს საკრებულოს 2026 წლის პირველი კვარტლის საქმიანობის გეგმა.

სხდომას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არა მოვსესიანი და კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ოლიკო მელიქიძე, რომლებმაც დეპუტატების კითხვებს უპასუხეს. კერძოდ, განიხილეს:

პროგრამა „სოფლის მხარდაჭერა“;

სამუშაოები, რომლებიც გასულ წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დაუსრულებელი რჩება;

ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სოფლების გზების თოვლისგან გაწმენდა;

მუნიციპალური სპორტული ინვენტარის დაცვისა და მოვლის საკითხები;

სპორტის ახალ სახეობებში, მათ შორის ველოსპორტში, შეჯიბრებების ორგანიზება და სხვა თემები.

განსახილველად გამოტანილი ყველა საკითხი დეპუტატების მიერ დასამტკიცებლად იქნა მიღებული.

დღეს საკრებულოს სხდომათა დარბაზი ხალხმრავალი იყო — სხდომას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, რომლებსაც დეპუტატები აპლოდისმენტებით მიესალმნენ.