გზის იმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია იგეგმება, რომელიც სომხეთის საზღვარს ესაზღვრება. კერძოდ, განიხილება გზის სადახლო-წოფი-აღკორპის მონაკვეთი, რომელიც შიდა მნიშვნელობისაა.

გზების ადმინისტრაციამ უკვე გამოაცხადა ტენდერი. რემონტის სამუშაოები 7.2 კილომეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10,933,220 ლარია.

„მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ტენდერში მითითებული სამუშაოების დასრულება დამკვეთის მიერ სამუშაოების დაწყების წერილობითი დავალების გაცემიდან 16 თვის განმავლობაში“, – ნათქვამია ტენდერის დოკუმენტებში.

ტენდერში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 22 თებერვალს იწყება და 27 თებერვალს მთავრდება.