ევროკომისიამ გამოაქვეყნა „კანონის უზენაესობის ინდექსი“, რომელიც მომზადებულია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ (World Justice Project) ფარგლებში. საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კანონის უზენაესობის დონით პირველ ადგილს იკავებს.
კვლევამ ასევე გამოაქვეყნა დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის გლობალური რეიტინგი, სადაც საქართველომ 100-დან 92% მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო 20 ქვეყანას შორის მე-17 ადგილი დაიკავა. საქართველომ გაასწრო ევროკავშირისა და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს, ასევე არაერთ განვითარებულ ქვეყანას, მათ შორის: გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, აშშ-ს, კანადას, ესპანეთს, ბელგიას, ირლანდიას, პორტუგალიას, ლიტვას, ლატვიას, კვიპროსს, უნგრეთს, ჩეხეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და თურქეთს.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი ზომავს ქვეყნებში დანაშაულის გავრცელებას, ისევე როგორც ადამიანების უსაფრთხოებისა და დაცულობის საერთო აღქმას.
ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ატარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ბაზირებული ორგანიზაცია „World Justice Project“.