ოქროს ფასი მსოფლიო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ძვირფასი ლითონის ერთი უნციის ფასმა 5,308 დოლარი შეადგინა, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 4.39%-იანი მატებაა. ვერცხლის ფასი ამჟამად ერთ უნციაზე 114.92 დოლარია, რაც ბოლო 24 საათში 8.25%-იან ზრდას წარმოადგენს.
ოქროს ფასები იზრდება საქართველოშიც. კერძოდ:
999 სინჯის ოქროს 1 გრამი — 451 ლარი;
750 სინჯის ოქროს 1 გრამი — 338 ლარი;
585 სინჯის ოქროს 1 გრამი — 264 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლის ფასებს:
999 სინჯის ვერცხლის 1 გრამი — 10.14 ლარი;
800 სინჯის ვერცხლის 1 გრამი — 8.12 ლარი.