28 იანვარს, ახალციხეში, ყოფილი „ტოვარნაიას“ სადგურის მიმდებარედ, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,-წერს sknews.ge. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლს ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.