სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში გოჭებს წვავდა. არაგეგმური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები.
დარღვევების გამო პირს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონდებლობის თანახმად დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონით დადგენილი წესით განადგურდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ცხოველთა დაკვლის ობიექტებზე კონტროლი ქვეყნის მასშტაბით კვლავ ინტენსიურად გაგრძელდება.