Gold Price-ს მონაცემებით, ერთი უნცია ვერცხლის ღირებულებამ მსოფლიო ბირჟაზე 103 დოლარს მიაღწია.
ბოლო მონაცემებით, დღიურად ვერცხლი 7.4%-იან, წლიურად კი 213.6%-ით გაძვირებას აჩვენებს.
რაც შეეხება საქართველოს, 1 გრამ 999 სინჯის ვერცხლს სხვადასხვა ობიექტიდან 8.5 ლარად იყიდით, ხოლო მოქალაქეებისგან ობიექტები გრამს 7 ლარად ყიდულობენ. ამასთანავე, ყველაზე დაბალსინჯიანი (800) ვერცხლის ობიექტების მიერ შესყიდვა 5.6 ლარად არის შესაძლებელი, მოქალაქეებს კი ყიდვა 6.8 ლარის ფარგლებში შეუძლიათ