სურსათის ეროვნული სააგენტომ უკვე დაიწყო კვლევა იმპორტირებულ საბავშვო კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით.
უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) ამ პროდუქტზე ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, სიფრთხილის მიზნით, სააგენტო სარეალიზაციო ქსელიდან შემდეგი პარტიების ამოღებას აკონტროლებს:
Picot 1 400G — სერია: 8000003312;
Picot 1 800G — სერია: 8000003297;
Picot 2 800G — სერია: 8000003280.
„სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული პარტიების პროდუქცია, თუ ისინი უკვე შეძენილი აქვთ“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.