გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-25 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი, ხოლო 26 იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით გამოიდარებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 24-25 იანვარს მოთოვს, 26-ში კი უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ღამით -8, -10°C, დღისით კი -2, +2°C ფარგლებში დაფიქსირდება.
მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია ნალექი, ზოგან თოვლი, 26 იანვრიდან კი გამოიდარებს. აქ ტემპერატურა ღამით -5, -7°C, დღისით კი +4, +6°C იქნება.
დედაქალაქში, თბილისში, ძირითადად უნალექო ამინდი ნარჩუნდება; ტემპერატურა ღამით -2, 0°C, ხოლო დღისით +7, +9°C-მდე მოიმატებს.
ქართლსა (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) და კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 24-25 იანვარს ნალექია მოსალოდნელი, ძირითადად თოვლის სახით, 26 იანვრიდან კი აქაც უნალექო ამინდი იქნება.

რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) და დაბლობში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 24-25 იანვარს იწვიმებს, 26-ში კი გამოიდარებს. სანაპიროზე დღისით ტემპერატურა +14, +16°C-მდე, ხოლო დაბლობში +13, +15°C-მდე მოიმატებს.
მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) 24-25 იანვარს მოსალოდნელია ნალექი, ხოლო 26-ში უნალექო ამინდი. მაღალმთიანეთში (მესტია, ბახმარო) კი 24-25 იანვარს მოთოვს, ტემპერატურა დღისით +5, +7°C იქნება.