სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქსელურ სუპერმარკეტებში შევიდა. ეს ინფორმაცია „ბიზნეს პრეს ნიუსს“ შესაბამისმა ასოციაციამ დაუდასტურა.
კერძოდ, საცალო ვაჭრობის ასოციაცია აცხადებს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპანიებს ფინანსური დოკუმენტები ჩამოართვა.
ცნობისთვის, 2025 წლის 24 დეკემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროპულ და ქართულ სურსათის ფასებს შორის დიდი სხვაობა განპირობებულია სადისტრიბუციო კომპანიებსა და ბაზრებში მაღალი ფასებით, რომლებიც საშუალოდ საქართველოს საზღვრიდან მაღაზიამდე 86%-ს შეადგენს.
24 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იწყებდა სურსათის ფასების საკითხის შესწავლას. 2026 წლის 5 იანვარს შეიქმნა სურსათის ფასების სამთავრობო კომისია.
20 იანვარს გაიმართა სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა, რომლის დროსაც გამოცხადდა, რომ მთავრობის საკოორდინაციო კომისია იმუშავებდა სურსათის, მედიკამენტების და საწვავის ფასებზე. ასევე გამოითქვა მოსაზრება, რომ კომისია, სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებდა მუშაობას.