მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მაგისტრალის გუდაური (ფოსტა) — კობის მონაკვეთზე, გზის გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგზაო დეპარტამენტი ავრცელებს.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, უწყების ცნობით, უხვი ნალექისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

„კერძოდ, ლიპყინულის, უხვი თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე:

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალის გუდაური (ფოსტა) — კობის მონაკვეთი;

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის ახალსოფელი-ბორითის კვანძის მონაკვეთი;

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის ავტომაგისტრალის 1-106 კმ მონაკვეთი;

კოდა-ალგეთის სოფელსა და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის ავტომაგისტრალის 110-146 კმ მონაკვეთები;

ნაქერალას უღელტეხილი;

საჩხერე-რაჭის გზა;

ფარცხისი-თეთრიწყაროს ავტომაგისტრალი;

მარნეული-თეთრიწყარო-წალკის ავტომაგისტრალი;

ოპიტარა-მელესის მონაკვეთი (ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის მაგისტრალი);

ქუთაისი–ალპანა–მამისონის მაგისტრალის კორენიში–შოვის მონაკვეთი;

ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის ავტოგზის ჯვარი–უშგულის მონაკვეთი.

ზვავსაშიშროების, უხვი ნალექის, ცუდი ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით აკრძალულია:

ფარავნის უღელტეხილზე;

ბათუმი (ანგისა)-ახალციხის მაგისტრალის პაქსაძე-უტყისუბნის ხიდის მონაკვეთზე;

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე;

კორშა-შატილის მონაკვეთზე;

უშგული-ლასდილის მონაკვეთზე.

„ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის 50-ე კმ-დან 85-ე კმ-მდე მონაკვეთზე მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვის. მაგისტრალის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, — ნათქვამია განცხადებაში.