კლინიკის გამართულად ფუნქციონირებისთვის ადმინისტრაციული საკითხების სწორად მართვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე კვალიფიციური სპეციალისტების დაქირავება და მომსახურების მაღალი ხარისხი. იმისთვის, რომ მარაგები იოლად აკონტროლოთ, საგადასახადო სისტემა მოწესრიგებული იყოს და პაციენტებს სერვისის მისაღებად დაბრკოლებები არ შეექმნათ, არსებობს სპეციალური პროგრამა, რომელიც თანამედროვე სამედიცინო ცენტრებს მსგავსი ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში ეხმარება. ამგვარ ალტერნატივას გთავაზობთ სავაჭრო პროგრამა – iCash. ეს არის გზა, რათა გაიმარტივოთ მენეჯმენტი და პროცესების მართვა უფრო სწრაფად და მარტივად შეძლოთ. 

რა არის POS პროგრამა

POS პროგრამა (Point of Sale) არის სისტემა, რომელიც გაყიდვების/გადახდების აღრიცხვის საშუალებას გაძლევთ და სერვისების ორგანიზებაში გეხმარებათ. პროგრამის გამოყენებით შეგიძლიათ მომხმარებელთა მონაცემებისა და ანგარიშგების სისტემატიზაცია. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში გექნებათ:

 

  • სერვისების/პროდუქტების ჩამონათვალი და ფასები;
  • გადახდების კონტროლი და ისტორია;
  • ინვოისებისა და დოკუმენტების ავტომატური გაცემის შესაძლებლობა;
  • ფინანსური ანგარიშები, ბრუნვები, შემოსავლები და ხარჯები;
  • გაყიდვების მონიტორინგი თარიღის, ოპერატორისა და ობიექტის მიხედვით.

 

POS პროგრამა არის მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომელიც პროცესებს ერთ სისტემაში აერთიანებს.

როგორ გამოვიყენოთ POS პროგრამა სამედიცინო ცენტრებში

სამედიცინო სერვისებში POS პროგრამა განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ერთდროულად სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში გეხმარებათ, რასაც მსგავსი მასშტაბის დაწესებულებებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

1) მომსახურებების სტრუქტურირება და მარაგების კონტროლი

 

შეგიძლიათ შექმნათ ყველა მომსახურების ცალკე ჩანაწერი/გვერდი და საჭიროების მიხედვით მიუთითოთ პროცედურის დროს გამოყენებული მასალები. ეს დაგეხმარებათ, რომ თითოეულ პროცედურაზე დახარჯული მასალების ბიუჯეტირება უკეთ შეძლოთ და მარაგების კონტროლს გაგიმარტივებთ.

 

2) პაციენტის ისტორია და გადახდების ქრონოლოგია

 

POS პროგრამაში თითოეულ მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს ინდივიდუალური გვერდი, სადაც ინახება წინარე მომსახურებებისა და გადახდების ისტორია. ეს ამცირებს გაუგებრობებს, ადმინისტრატორს სამუშაოს უფრო სწრაფად და ოპერატიულად შესრულებაში ეხმარება და შედეგად პაციენტიც უფრო კმაყოფილია.

 

3) გაყიდვების ანალიზი და მომსახურებების ოპტიმიზაცია

 

როცა მონაცემები ერთიან სისტემაშია ატვირთული, მარტივდება მათი ანალიზი. კერძოდ, იოლად დაადგენთ, რომელი მომსახურებაა ყველაზე მოთხოვნადი, როგორ იცვლება მოთხოვნა სეზონების მიხედვით, როდის უნდა მოელოდეთ მოთხოვნის მკვეთრ ზრდას და როგორ აჯობებს რესურსების გადანაწილება. თარიღების მიხედვით გაყიდვების შეფასება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ.

 

4) დოკუმენტები, ინვოისები და პაციენტებთან კომუნიკაცია

 

ონლაინ პლატფორმა დოკუმენტებს (ინვოისები, ქვითრები და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები) სისტემატიზებულად ინახავს, ქმნის შაბლონებს და ავტომატურად გასცემს ინვოისებს. ეს დროითი ადმინისტრაციული რესურსის დაზოგვაში დაგეხმარებათ.

 

5) ლოიალობის პროგრამა და აქციები

 

თუ კლინიკაში პერიოდულად სპეციალურ აქციებს აცხადებთ, პროგრამა საშუალებას გაძლევთ, პერსონალიზებული შეთავაზებები გქონდეთ პაციენტებისთვის, იქნება ეს ფასდაკლება, თუ ნებისმიერი სხვა სახის ბენეფიტი ერთგული მომხმარებლისთვის. iCash-ის ლოიალობის პროგრამა დაგეხმარებათ, რომ მარტივად შექმნათ განსხვავებული აქციები და ფასდაკლებები მოარგოთ თითოეულ მომხმარებელს ინდივიდუალურად. 

iCash-ის სააბონენტო პაკეტები

iCash-ი ბიზნესებს განსხვავებულ პაკეტებს სთავაზობს. სასურველი ვარიანტი თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნებისა და საჭიროებების მიხედვით შეგიძლიათ აარჩიოთ. 

 

iCash ბიზნესი: მოიცავს 1 თვე უფასო საცდელ პერიოდს, ინსტალაცია უფასოა. სერვისში შედის ტრენინგი, პროგრამების ინტეგრაცია, გაყიდვების დაფა, რეპორტები. შეგიძლიათ აღრიცხოთ 1 000-მდე პროდუქტი.

 

iCash Premium: დამატებით გაძლევთ ულიმიტო პროდუქტების აღრიცხვის საშუალებას, ულიმიტო გაყიდვის წერტილებსა და დამატებით ობიექტებს. სტანდარტული პაკეტისგან განსხვავებით, ხელმისაწვდომია დამატებითი ფუნქციები (მაგ. წარმოება, ინგრედიენტები/რეცეპტები და სხვ.).

მიიღეთ სრული აღჭურვილობა

POS პროგრამა ყველაზე კომფორტულია მაშინ, როცა პროგრამასთან ერთად სწორი ტექნიკური აღჭურვილობაც გაქვთ. iCash-ის პროგრამა თავსებადია სხვადასხვა მოწყობილობებთან, როგორიცაა ფისკალური მოწყობილობები, სკანერები, სასწორები, POS ტერმინალები.  კომპანია gsn-ის გავლით, iCash-ი სამედიცინო ცენტრებს გაყიდვების პროგრამის უზრუნველსაყოფად სრულ აღჭურვილობას სთავაზობს:

 

  • სალარო აპარატი
  • POS სისტემა
  • პლანშეტი
  • ელექტრონული სასწორი
  • ფულის უჯრა
  • პრინტერი
  • შტრიხკოდ სკანერი
  • ფულის სათვლელი მანქანა
  • ფულის დეტექტორი
  • სეიფები

შეჯამება

POS პროგრამა ბიზნესის ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ. მისი დახმარებით, შეგიძლიათ, სერვისების ორგანიზება, გადახდების კონტროლი, მომხმარებლის ისტორიის დალაგება, დოკუმენტების სწრაფი გაცემა და გაყიდვების/ფინანსების ანალიზი. iCash-ი ამ საჭიროებებს ერთ სისტემაში აერთიანებს.