საქსტატის (სტატისტიკის ეროვნული სამსახური) მონაცემებით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 78.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორების სამეულში პირველ ადგილზეა ყირგიზეთი — 498.8 მილიონი აშშ დოლარით, მეორე ადგილზეა ყაზახეთი — 910.0 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი — 749.3 მილიონი აშშ დოლარით.
იმპორტთან დაკავშირებით, საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5% შეადგინა. პირველ სამეულში არიან: თურქეთი — 2,775.0 მილიონი აშშ დოლარით, აშშ — 2,723.7 მილიონი აშშ დოლარით და ჩინეთი — 1,985.4 მილიონი აშშ დოლარით.
გარდა ამისა, სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2025 წელს ათ უმსხვილეს საექსპორტო საქონელს შორის პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2,814.4 მილიონი აშშ დოლარის მოცულობით, რაც მთლიანი ექსპორტის 38.6%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები — 378.9 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე — ალკოჰოლური სასმელები 282.5 მილიონი აშშ დოლარით.
ამავდროულად, 2025 წელს ყველაზე მსხვილი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი იყო მსუბუქი ავტომობილები, რომელთა იმპორტმა 3,870.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (მთლიანი იმპორტის 20.9%). მეორე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები — 1,358.8 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე — დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 680.3 მილიონი აშშ დოლარით.