ამინდის პროგნოზის მიხედვით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოში ნალექი შემცირდება, თუმცა მოსალოდნელია ქარის გაძლიერება.
მეტეოროლოგების ცნობით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში ნალექი კვლავ გაგრძელდება. პროგნოზის თანახმად, 22 იანვარს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ყინვა გაძლიერდება.
„დღეს თბილისში თოვა შეწყდება. დღის ბოლოს გაძლიერდება ჩრდილო-დასავლეთის ქარი. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, ზოგან შესაძლოა ინტენსიურიც. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დღის განმავლობაში ნალექი შემცირდება. ყინვა ნავარაუდებია მთელ საქართველოში. 22 იანვარს ძირითადად უნალექო ამინდი იქნება და ყინვა გაძლიერდება“, – აცხადებს მეტეოროლოგი მაია ქაძე.