პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით 159 პატიმარი შეიწყალა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილებების განხორციელება ეფუძნება ჰუმანურობისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების პრინციპებს“, – ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.