საქართველოს მთავრობა კომპენსაციას გაუწევს საბჭოთა პერიოდში დაზარალებულ რელიგიურ თემებს. საქართველოში მოქმედი სომხური სამოციქულო ეკლესია წელს კომპენსაციის სახით 1 მილიონ 100 ათას ლარს მიიღებს.
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ დაევალა მიიღოს გადაწყვეტილება იმავე დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული რელიგიური თემებისთვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებების მიერ მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ.
რელიგიურ გაერთიანებებთან კონსულტაციებისა და ფაქტობრივი გარემოებების (მორწმუნეთა რაოდენობა, სასულიერო პირთა რაოდენობა, ასევე რელიგიური შენობებისა და ნაგებობების რაოდენობა) შესწავლის საფუძველზე, სააგენტომ გადაწყვიტა, რომ 6,500,000 (ექვსი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი, რომელიც განკუთვნილი იყო რელიგიური გაერთიანებების მიერ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი კომპენსაციისთვის, როგორც ეს გათვალისწინებულია „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, წელს რელიგიურ თემებზე გადანაწილდება შემდეგი ოდენობით: