„მომსახურების სააგენტოს“ აპლიკაციაში რეგისტრირებულ პირებს, აპლიკაციის განახლების შემდეგ, ახლა შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების სტატუსისა და მიღებული ქულების შესახებ. ინფორმაციას ავრცელებს მომსახურების სააგენტო.

მათი თქმით, ამ ინფორმაციის მისაღებად, რეგისტრირებულმა მომხმარებელმა უნდა შეიყვანოს მართვის მოწმობის ველი, სადაც, მის სახელზე გაცემული მართვის მოწმობის სხვა მონაცემებთან ერთად, მითითებულია მართვის უფლების სტატუსი და მინიჭებული ქულები.

„მათ, ვინც არ იყენებს აპლიკაციას, სერვისით სარგებლობისთვის, საჭიროა აპლიკაციის ჩამოტვირთვა App Store-დან ან Google Play Store-დან, პერსონალური მონაცემების შეყვანა, დოკუმენტის არჩევა და ვიზუალური იდენტიფიკაცია, შემდეგ კი რეგისტრაციის პროცესის დასრულება“, – ნათქვამია მომსახურების სააგენტოს განცხადებაში.