მსოფლიო ბაზარზე ოქროსა და ვერცხლის ფასი კვლავ მაღალ მაჩვენებელზეა.
თუმცა, ერთი დღის განმავლობაში ოქროს ფასმა მცირედით იკლო. Gold Price-ის მონაცემებით, ერთდღიან ჭრილში ოქროს ფასი 0.59%-ით არის შემცირებული და თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნციის ფასი 4 600 დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ვერცხლს, ერთ დღეში მისი ფასი 2.26%-ით შემცირდა და ამ მომენტისთვის ერთი უნცია 89.37 დოლარი ღირს.
საქართველოს ბაზარზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი 360 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯიანი 1 გრამის ფასი 6 ლარის ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ.