საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. დროშები გადმოიფინა საკრებულოს შენობიდანაც.
დროშის დღე ასევე აღნიშნეს თავდაცვის ძალებში. ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს პატივსაცემად თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სახელმწიფო ჰიმნის ფონზე საქართველოს დროშები საზეიმოდ აღმართეს.
ტრადიციულად, დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში.