სომხეთში რუსეთის ელჩი სერგეი კოპირკინი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში 12 იანვარს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიით გასულ გადაცემა „კვირის ამბების“ გამო დაიბარეს, რომლის დროსაც ხელოვნურად გენერირებული განცხადებები გაკეთდა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.
შეხვედრის დროს ელჩს შესაბამისი საპროტესტო წერილი გადაეცა.