გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ. სინოპტიკოსების პროგნოზით:
14 იანვარი: ქვეყნის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია თოვლი. ზოგან იქროლებს ძლიერი დასავლეთის ქარი, ხოლო ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.
საფრთხეები მთიან რეგიონებში:
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია:
„უხვი ნალექის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია დაწესდეს მოძრაობის შეზღუდვები. მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლოა გამოიწვიოს წყლის დონის მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან რაიონებში — მეწყრულ-სელაფური პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის საშუალო დონე)“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.