2026 წლის პასპორტების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების სიაში 33-ე ადგილზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე ან გამარტივებული პროცედურით 133 ქვეყნის მონახულება შეუძლიათ.

ამ 133 ქვეყნიდან:

79 ქვეყანა სრულიად ვიზის გარეშე ხსნის კარს,

50 ქვეყანა ვიზებს პირდაპირ აეროპორტში გასცემს,

და 4 ქვეყანა ელექტრონულ ავტორიზაციას მოითხოვს.

ამავდროულად, საქართველოს მოქალაქეებს ვიზები კვლავ 65 ქვეყანაში სჭირდებათ, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში.

შედარებისთვის:

2023-2024 წლებში საქართველო 135 ქვეყანაში შესვლის შესაძლებლობით 32-ე ადგილზე იყო,

2022 წელს 34-ე იყო,

2021 წელს 35-ე,

ხოლო 2017 წელს 45-ე.

ეს მონაცემები მიუთითებს, რომ ქართული პასპორტის საერთაშორისო პოზიცია ბოლო წლებში სტაბილურად გაუმჯობესდა, თუმცა 2026 წელს პოზიცია წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირდა.