ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფის ცნობით (CNN) საპროტესტო აქციების დროს სულ მცირე 78 ადამიანი დაიღუპა და 2600-მდე დააკავეს.
ქვეყანა 60 საათზე მეტია ინტერნეტთან წვდომას არ უზრუნველყოფს და ტელეფონის ხაზებიც გათიშულია.
თვითმხილველების თქმით, თეირანის ქუჩებში შაშხანებით შეიარაღებული უსაფრთხოების ძალები შენიშნეს და მათ უკვე მრავალი ადამიანი მოკლეს. თუმცა, ერთ-ერთმა თვითმხილველმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში ერთმანეთზე დაწყობილი ცხედარი ნახა.
თეირანში, 35 წლის მომიტინგემ, ანონიმურობის პირობით, CNN-ს განუცხადა, რომ დემონსტრანტები უძილო ღამეებითა და ჩხუბით დაიღალნენ.
„სიტუაცია უარესია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ და კიდევ უფრო ძალადობრივი გახდება. დავიღალეთ. ხალხი დაიღალა ბრძოლით; მათ არ შეუძლიათ ძილი და დასვენება. ჩვენ აღარ შეგვიძლია ამის ატანა“, – აღნიშნა მომიტინგემ.
მისი თქმით, დემონსტრაციების ხანგრძლივობა განსაზღვრავს, რამდენ ხანს შეძლებენ მომიტინგეები ძალადობისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ატანას.