1995 წლის შემდეგ, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა ყველაზე მეტი – 42 წლით მალდივებზე გაიზარდა. ამის შესახებ პუბლიკაციას Visual Capitalist-ი აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, ინდოეთის სამხრეთით მდებარე ქვეყანაში, სიცოცხლის ხანგრძლივობა ბოლო 30 წელიწადში გაორმაგდა და 82 წელს მიაღწია.
ანალოგიურად, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა თითქმის გაორმაგდა ავღანეთში, ომანსა და ბუტანში.
გთავაზობთ Visual Capitalist-ის რეიტინგს, რომელიც გვიჩვენებს, გაეროს მონაცემების მიხედვით, სად გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მეტად 1965 წლის შემდეგ.
ქვეყნები, სადაც სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მეტად გაიზარდა
მალდივები – 41 წლიდან 82 წლამდე (+41 წელი);
ომანი – 41 წლიდან 81 წლამდე (+40 წელი);
ბუტანი – 38 წლიდან 74 წლამდე (+36 წელი);
ალჟირი – 43 წლიდან 77 წლამდე (+34 წელი);
იემენი – 36 წლიდან 70 წლამდე (+34 წელი);
აღმოსავლეთ ტიმორი – 35 წლიდან 68 წლამდე (+33 წელი);
ავღანეთი – 35 წლიდან 67 წლამდე (+32 წელი);
ირანი – 46 წლიდან 78 წლამდე (+32 წელი);
მალავი – 36 წლიდან 68 წლამდე (+32 წელი);
საუდის არაბეთი – 48 წლიდან 80 წლამდე (+32 წელი);
აღსანიშნავია, რომ როგორც გამოცემა წერს, 1965 წელს გლობალურად სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 54 წელი იყო და მას შემდეგ დაახლოებით 20 წლით გაიზარდა.
ამ პერიოდში, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნებოდა გაუმჯობესება, თუმცა მცირე ჯგუფებმა გაცილებით გადაასწრეს გლობალურ საშუალოს და სიცოცხლის ხანგრძლივობას სამ ათწლეულზე მეტი დაამატეს.