2026 წლის Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსში საქართველო 155 ქვეყნიდან 116-ე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ცხოვრების ღირებულების ინდექსი უფრო მაღალია, ვიდრე სომხეთის (87-ე), თურქეთის (93-ე) და რუსეთის (104-ე), ხოლო აზერბაიჯანის – უფრო დაბალი (122-ე).

ცნობისთვის, Numbeo-ს ცხოვრების ღირებულების ინდექსი ითვალისწინებს მოცემულ ქვეყანაში ცხოვრების ღირებულებას, საკვებისა და საცხოვრებლის ფასებს, დანაშაულის დონეს, ჯანდაცვის ხარისხს, ტრანსპორტირების ხარისხს და სხვადასხვა ფაქტორს. რეიტინგი ეფუძნება მომხმარებლის რეიტინგებს.

ქვეყნები ყველაზე ძვირი ან იაფი საცხოვრებელი პირობებით.

რეიტინგის მიხედვით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბერმუდის კუნძულები ყველაზე ძვირია საცხოვრებლად, შემდეგ მოდის კაიმანის კუნძულები და აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები.

კერძოდ, საცხოვრებელი პირობები შედარებით მაღალია შემდეგ ქვეყნებსა და კუნძულებზე:

ბერმუდის კუნძულები;
კაიმანის კუნძულები;
აშშ-ის ვირჯინიის კუნძულები;
შვეიცარია;
სოლომონის კუნძულები;
ისლანდია;
ჯერსი;
სინგაპური;
ნორვეგია.

შედარებით იაფი ცხოვრების მქონე ტოპ 10 ქვეყანაა:

ლიბია;
ინდოეთი;
პაკისტანი;
ავღანეთი;
ეგვიპტე;
მადაგასკარი;
ნეპალი;
ბანგლადეში;
ირანი;
რუანდა.