ბავშვთა კვებაში გამოყენებული „ნესტლეს“ წარმოებული რამდენიმე პროდუქტის ქართული ბაზრიდან ამოღება დაიწყეს. ინფორმაციას ავრცელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
უწყება განმარტავს, რომ გადაწყვეტილება „ნესტლე ჯგუფმა“ არამხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში მიიღო, სადაც კონკრეტული პარტია შევიდა. საუბარია ოთხ პროდუქტზე, რომელიც დამზადდა ნედლეულისგან (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) და არსებობს ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის.

„იმის მიუხედავად, რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება“, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

გაყიდვიდან ამოიღებენ მშრალი, სწრაფად ხსნადი რძის ნარევებს:

NAN 1 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51490346AA, 51750346AB, 51810346AA;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 800 გ – 51240017C1, 51240017C2, 51420017C6, 51430017C2, 51570017C1, 51660017C5, 51670017C1, 52940017C3, 52950017C1;
NAN 2 OPTIPRO – თუნუქის ქილა, 400 გ – 51550017A1, 52920017A;
NAN 2 OPTIPRO – მუყაოს ყუთი,1050 გ – 5218167821, 5256167811.

„სურსათის ეროვნული სააგენტო და ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მომხმარებელს, იმ შემთხვევაში თუ შეძენილი აქვს პროდუქცია დასახელებული პარტიებიდან, არ გამოიყენონ“, – წერია განცხადებაში.

უწყება განმარტავს, რომ ევროპის ქვეყნებში ამ პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვების სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრის შემთხვევა არ გამოვლენილა.