მეტეოროლოგების პროგნოზით, 10-დან 13 იანვრამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში პერიოდული ნალექია მოსალოდნელი. „თბილისში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 9-დან 11 გრადუსამდე იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან რეგიონში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური და ომალო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა -1-დან -3 გრადუსამდე მერყეობს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ზოგიერთ რაიონში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი) მოსალოდნელია ნალექი. დღის განმავლობაში ტემპერატურა 4-დან 6 გრადუსამდე მერყეობს.

სანაპირო რაიონებში (აჭარა, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია წვიმა. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 11-დან 13 გრადუსამდე მერყეობს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი და ოზურგეთი) ზოგან მოსალოდნელია წვიმა. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 13-დან 15 გრადუსამდე მერყეობს.

დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ზოგიერთ რაიონში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო და რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ნალექი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 8-დან 10 გრადუსამდე მერყეობს.

დასავლეთ საქართველოს პლატოს ზოგიერთ რეგიონში (მესტია, ბახმარო) თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ტემპერატურა 1-დან 3 გრადუსამდე მერყეობს.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი და ცხინვალი) წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში 9-დან 11 გრადუსამდე მერყეობს.

კახეთის ზოგიერთ რეგიონში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტი) წვიმაა მოსალოდნელი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 8-დან 10 გრადუსამდე მერყეობს.