აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ტოვებს 66 ანტიამერიკულ, უსარგებლო და მფლანგველ საერთაშორისო ორგანიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა. მარკო რუბიოს თქმით, დამატებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით განხილვა გრძელდება. „ეს გასვლები ასრულებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ ამერიკელებისთვის მიცემულ მთავარ დაპირებას – ჩვენ შევწყვეტთ გლობალისტი ბიუროკრატების სუბსიდირებას, რომლებიც ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკას და ამერიკელებს ყოველთვის პირველ ადგილზე დააყენებს“, – წერს მარკო რუბიო სოციალურ ქსელში.