ვერცხლის ფასმა მსოფლიო ბირჟებზე ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 1 უნციის ფასი ამჟამად თითქმის 80 დოლარია.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ვერცხლის ფასი ოქროს ფასზე მეტად გაიზარდა. გასულ წელს ვერცხლმა უპრეცედენტო 160%-იანი ზრდა დააფიქსირა, ხოლო ოქროს ფასი 68.8%-ით გაიზარდა.
საინტერესოა, რომელ ქვეყანას აქვს ძვირფასი ლითონის, განსაკუთრებით კი ვერცხლის, ყველაზე დიდი მარაგი. Visual Capitalist-ის თანახმად, პერუს მსოფლიოში ვერცხლის ყველაზე დიდი მარაგი აქვს.
ის მსოფლიო მარაგის თითქმის 22%-ს შეადგენს, რაც ქვეყანას ვერცხლის ბაზარზე უნიკალურ სტრატეგიულ პოზიციას ანიჭებს.
რაც შეეხება მსოფლიოს 10 ქვეყანას, რომლებსაც ვერცხლის ყველაზე დიდი მარაგი აქვთ, სია ასეთია:
პერუ: 140,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 21.9%.
ავსტრალია: 94,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 14.7%.
რუსეთი: 92,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 14.4%.
ჩინეთი: 70,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 10.9%.
პოლონეთი: 61,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 9.5%.
მექსიკა: 37,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 5.8%.
ჩილე: 26,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 4.1%.
ამერიკის შეერთებული შტატები: 23,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 3.6%.
ბოლივია: 22,000 ტონა, მსოფლიო მარაგის 3.4%.
ინდოეთი: 8,000 ტონა, გლობალური მარაგის 1.3%.