„საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით -0.2% შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 4%-ით განისაზღვრა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2% შეადგინა, ხოლო საბაზო ინფლაციის წლიური დონე თამბაქოს გარეშე 1.6%-ით განისაზღვრა.
მომსახურებებს შორის, 2025 წლის დეკემბერში ყველაზე მეტად საავადმყოფოების მომსახურება გაძვირდა, რომელსაც მოჰყვება მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება და ავტომობილების რეცხვა.
კერძოდ, Businessprenews-ი წარმოგიდგენთ იმ ტოპ-10 მომსახურების სიას, რომელთა ფასებიც, სტატისტიკის მიხედვით, გაიზარდა:
საავადმყოფოების მომსახურება — 25.46%
მამაკაცის ფეხსაცმლის შეკეთება — 15.42%
ავტომობილის გარეცხვის საფასური — 10.64%
მობილური ტელეფონების შეკეთება — 10.1%
ქალის ვარცხნილობა (თმის დავარცხნა) — 9.82%
მამაკაცის თმის შეჭრა — 9.49%
სტომატოლოგიური მომსახურება — 7%
მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება — 6.06%
სანტექნიკოსის მომსახურება — 5.44%
სასტუმრო მომსახურების საფასური — 5.02%