საქართველოში მიკროავტობუსების რეგულირება კვლავ გადაიდო. მიკროავტობუსები მგზავრების დიდ მანძილზე გადაყვანას 2026 წლის განმავლობაში გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა „საკანონმდებლო ბიულეტენში“ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მიკროავტობუსებთან დაკავშირებული წესები 2027 წლის 1 ივნისს ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ 2024 წელს დამტკიცდა რამდენიმე ახალი რეგულაცია საქალაქთაშორისო ტრანსპორტთან დაკავშირებით, რომელთა ეტაპობრივად დანერგვა 2025 წლიდან იგეგმებოდა. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 1 ივნისიდან, მიკროავტობუსებით დიდ მანძილზე მგზავრების გადაყვანა აღარ იქნებოდა დაშვებული. თუმცა, 2025 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ამ შეზღუდვის ამოქმედება 2026 წლის 1 იანვრამდე გადაიდო, ახლა კი 2027 წლამდე.