საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადების თანახმად, 2026 წლის 1 იანვრიდან საქართველოში ბუნებრივი აირის ტარიფები, ისევე როგორც ელექტროენერგიის ტარიფები, არ გაიზრდება.

„ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ტარიფის ზრდა მოსალოდნელი არ იყო. ამასთან დაკავშირებით, უკვე აღვნიშნე, რომ ამ სფეროში მცირე კორექტირება ხორციელდება. შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფები არ გაიზრდება და იგივე დონეზე დარჩება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამჟამად, თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი აირის მომხმარებელთა ტარიფები შემდეგია: „თბილისი ენერჯი“: კუბური მეტრის ფასი: 53,971 თეთრი, „სოკარ ჯორჯია გაზი“: კუბური მეტრის ფასი: 56,928 თეთრი, „საკორგგაზი“: კუბური მეტრის ფასი: 56,990 თეთრი, „თელავგაზი“: კუბური მეტრის ფასია 58,863 თეთრი და ა.შ.