გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ძლიერი ქარი, ზღვაზე კი 4-6 ბალიანი შტორმი.
„29-30 დეკემბერს სანაპირო რეგიონებში მოსალოდნელია ნალექი, რომელსაც ზოგან თან ახლავს ძლიერი ჭექა-ქუხილი, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი ქარი და შტორმი 4-6 ბალამდე.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ნისლი, ქარბუქი, მოყინული გზები და ზვავების საფრთხე.
ძლიერი თოვის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობის, მოყინული გზებისა და ზვავების საშიშროების გამო, გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შესაძლოა მოძრაობა შეიზღუდოს.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს მდინარეების წყლის დონე, ხოლო მთიან და მთიან რაიონებში გამოიწვიოს მეწყერებისა და ღვარცოფების დაწყება და გააქტიურება. საფრთხის დონე მაღალია“, – აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო.