ძლიერი თოვლისა და დაბალი ტემპერატურის გამო, ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საერთაშორისო მაგისტრალებზე 27 დეკემბრის საღამოდან დროებით დაიკეტა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტომობილების მოძრაობა. თუმცა, 28 დეკემბრის შუადღიდან შეზღუდვები მოიხსნა და ამ გზებზე ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებას თავისუფლად შეუძლია გადაადგილება.
ეს ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.