ახალქალაქის მთავარი ახალი წლის ზეიმი, 26 დეკემბერს, ახალქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ორგანიზაცია „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით.

სადღესასწაულო პროგრამა 15:00 საათზე ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების კონცერტით დაიწყო. შემდეგ თოვლის ბაბუამ დღესასწაულზე დამსწრე ბავშვებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების დროს ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების საზეიმო ცერემონია გაიმართა.

საღამოს 6:00 საათზე, გალა-კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა. სცენაზე გამოვიდნენ „შვიდკაცა“, „ჰერიონი“, დათო ილურიძის ჯგუფი, „გუფი ლენდი“ და ნიკა წულუკიძე.

ახალი წლის ზეიმი სადღესასწაულო ფეიერვერკით დასრულდა.

DSC_9974

DSC_9889

Дизайн без названия - 1

Дизайн без названия - 1